Aa
Aa

"ბარსელონა", "პსჟ" და "ლივერპული" ალისონის შეძენაზე ფიქრობენ

Gazzetta dello Sport-ის თქმით, „რომას“ ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის ტრანსფერით რამდენიმე ევროპული გრანდი ინტერესდება.

სახელდება „ბარსელონას“, „პარი სენ ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ ვარიანტები.

სამივე ეს კლუბი მეკარის პოზიციის გაძლიერებას ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევს, ალისონი კი მართლაც სასურველი კანდიდატურაა.

25 წლის ბრაზილიელმა ეს სტატუსი დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით დაიმსახურა.

სერია A-ს პირველი წრის შემდეგ „რომას“ ყველაზე ცოტა - 12 გოლი აქვს გაშვებული. „ჯალოროსის“ კარს კი ყველა მატჩში ალისონი იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები