მოლაპარაკებები განახლდა -
Aa
Aa

მოლაპარაკებები განახლდა - "ატლეტიკოს" თანხასთან ერთად "ბარსას" ერთ-ერთი მოთამაშეც სურს

Goal-ის ინფორმაციით "ატლეტიკომ" და "ბარსელონამ" მოლაპარაკებები განაახლეს.

გასული კვირის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ "როხიბლანკომ" კატალონიელებს FIFA-ში უჩივლა, რადგან "ბარსამ" გრიზმანთან მოლაპარაკებები ფარულად დაიწყო.

როგორც ჩანს, ვნებათაღელვამ ჩაიარა და მოლაპარაკებები განახლდა.

წყაროს მტკიცებით, მადრიდელებმა "ბლაუგრანას" გრიზმანის სანაცვლოდ გარკვეულ თანხასთან ერთად ალეიშ ვიდალის დათმობა მოსთხოვა.

ვიდალი უნივერსალია. მას, მარჯვენა ფლანგზე ვინგერად და მცველად თამაში თანაბრად შეუძლია, ეს ფაქტი კი "ატლეტიკოს" დაინტერესებას იწვევს.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, გრიზმანის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო ხდება და "ბარსა" ამ თანხის გადასახდელად მზადაა.

კატალონიელები სავარაუდოდ, გარიგებაში არც ვიდალის ჩართვის წინააღმდეგნი იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები