Aa
Aa

გაიცანით "ბრისტოლის" 100 წლის ფანი - "მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს მის გუნდს ხვდება

ინგლისის Carabao Cup-ის 1/4 ფინალურ შეხვედრაში, "ბრისტოლ სიტი" საკუთარ მოედანზე, "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს.

ბრისტოლელებს 100 წლის ქალბატონი გულშემატკივარი ჰყავს, რომელსაც მარგარეტ დოდსი ჰქვია და კლუბს 40 წლის განმავლობაში ქომაგობს. ამ ხნის მანძილზე, იგი, კლუბის საშინაო მატჩებს მუდმივად ესწრება.

როდესაც მარგარეტი 100 წლის გახდა, მას "ბრისტოლმა" იუბილე მიულოცა, კლუბის ბაზაზე დაპატიჟა და სპეციალური მაისურიც გადასცა.

ბრისტოლური კლუბის ყველაზე ცნობილი გულშემატკივარი, დღევანდელი მატჩის წინ ოპტიმისტურადაა განწყობილი და გამარჯვების იმედი აქვს.

"მეტოქე რომ "სიტი" იყოს, გამარჯვების იმედი ნაკლებად მექნებოდა, თუმცა "იუნაიტედთან" მოგება, ნამდვილად შეიძლება".

დოდსი, "ბრისტოლს", ინგლისის 4 ლიგაში გულშემატკივრობდა, ამჟამად, მისი კლუბი, ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები