შოკისმომგვრელი ინფორმაცია - დავიდ სილვას კიბო აქვს?
Aa
Aa

შოკისმომგვრელი ინფორმაცია - დავიდ სილვას კიბო აქვს?

პრემიერლიგის მე-18 ტურში "მანჩესტერ სიტიმ" "ტოტენჰემს" 4-1 სძლია და ეს გუნდის ერთ-ერთი ლიდერის დავიდ სილვას გარეშე გააკეთა.

შეხვედრაში თავისი გოლი გაიტანა კევინ დე ბრუინმა. ბელგიელმა იგი სწორედ სილვას მიუძღვნა.

ინტერნეტსივრცეში და განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომელმაც მილიონობით გულშემატკივარი შეაძრწუნა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სილვას კიბო აქვს და "ტოტენჰემთან" შეხვედრაში მისი არყოფნა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც "სიტის" ფეხბურთელები გასახდელში გამარჯვებას სილვას უძღვნიან და მათ ხელში ესპანელის მაისური უჭირავთ.

გვარდიოლამ კი განაცხადა, რომ დავიდ სილვამ შეხვედრა პირადი პრობლემების გამო გამოტოვა.

ჯერჯერობით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. ყველაფერი ჭორის დონეზეა და ყველა დაზუსტებულ ინფორმაციას ელოდება, რომელიც წესით დღის ბოლომდე უნდა გავრცელდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები