ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "სიტიმ" პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამხო!

პრემიერლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ სიტი" "სუონსის" ესტუმრა და დამაჯერებლად 4-0 დაამარცხა.

გვარდიოლას გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-15 გამარჯვება იყო, რომლითაც ისტორიული რეკორდი დაამყარა.

დღემდე არასდროს მომხდარა, რომ პრემიერლიგაში რომელიმე გუნდს მიჯრით ამდენი მატჩი მოეგოს. აქამდე, რეკორდის ავტორი ლონდონის "არსენალი" იყო, რომელმაც 2002 წელს ზედიზედ 14 შეხვედრა მოიგო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პეპ გვარდიოლამ პირველი კომენტარი გააკეთა: "ზედიზედ 15 შეხვედრის მოგება ძალიან კარგია, რადგან ეს რწმენას გვმატებს. თუ, ქომაგები ჩვენი თამაშით კმაყოფილები არიან, ეს გუნდისთვის საამაყოა".

17 ტურის შემდეგ, "ქალაქელები" სატურნირო ცხრილს 49 ქულით ლიდერობენ და უახლოეს მდევარ "მანჩესტერ იუნაიტედს" 11 ქულით უსწრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები