ნეიმარი და მბაპე
Aa
Aa

ნეიმარი და მბაპე "რეალს" დაემუქრნენ

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შემდეგ, ფეხბურთის ქომაგებმა სუპერ წყვილი მიიღეს - "რეალი" - "პსჟ".

რა თქმა უნდა, ინტერესი ძალიან დიდია და ამ დაპირისპირებამდე უამრავი კომენტარი გაკეთდება. მათ შორის გამონაკლისი არც თავად ფეხბურთელები არიან.

პარიზელების ორმა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ნეიმარმა დ კილიან მბაპემ, კენჭისყრის შემდეგ პირველი კომენტარები გააკეთეს.

ნეიმარი: "მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეხვედრა მადრიდში გაიმართება, განმეორებითი კი პარიზში. "რეალის" კარში გოლის გატანა პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ სტატისტიკას გადახედეთ და ამაში თავადვე დარწმუნდებით. თუმცა, სამეფო კლუბი ბევრსაც იტანს და ამიტომ მოდუნება არ შეიძლება. აუცილებელია, რომ მათი სუსტი წერტილები ვიპოვოთ და "სანტიაგო ბერნაბეუზე" 1 ან 2 გოლი გავიტანოთ. ამის შემდეგ, ორრაუნდიანი დაპირისპირების ფავორიტები გავხდებით".

მბაპე: "ჩემი ოცნება ახდა. "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაში ყოველთვის მინდოდა. ახლა, ეს უკვე რეალობაა. გეტყვით, რომ ჩვენთან დაპირისპირებისას "რეალს" სერიოზული პრობლემები შეექმნება".

შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "პსჟ"-ს დაპირისპირება 14 თებერვალს მადრიდში, ხოლო განმეორებითი 6 მარტს პარიზში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები