Aa
Aa

"რომას" 2020 წელს ახალი სტადიონი ექნება

2020-21 წლების საფეხბურთო სეზონისთვის, „რომას“ ახალი სტადიონი ექნება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ სპეციალური შეხვედრა გაიმართა და როგორც ცნობილი ხდება, ახალი არენის მშენებლობა სულ მალე დაიწყება.

ეს ინფორმაცია, რომის მმართველმა - ვირჯინია რაჯიმ, „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდის მეშვეობით დაადასტურა.

მან „ჯალოროსის“ მიულოცა და აღნიშნა, რომ მალე კლუბს ახალი და თანამედროვე სტანდარტების საშინაო არენა ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები