ლევანდოვსკი:
Aa
Aa

ლევანდოვსკი: "გვესმის რომ "პსჟ"-ს 4-0 უნდა მოვუგოთ"

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში სადაც "პსჟ" და "ბაიერნი" გამოდიან, 1/8 ფინალში გამსვლელთა ვინაობა უკვე ცნობილია.

გასარკვევი მხოლოდ ერთი რამ დარჩა - ვინ დაიკავებს პირველ ადგილს? პარიზელებს 15 ქულა აქვთ, მიუნხენელებს კი 12.

როგორც მოგეხსენებათ, უნაი ეერის გუნდმა "ბაიერნს" შინ 3-0 სძლია და თუ გერმანელებს პირველი პოზიციის დაკავება სურთ, მათ ფრანგებთან 4-0-ის მოგება სჭირდებათ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, "რეკორდმაისტერის" პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"როცა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შანსი გაქვს, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. დიახ, გვესმის რომ "პსჟ"-ს 4-0 უნდა მოვუგოთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

წლევანდელ სეზონში, პარიზული გუნდი საოცარ ფორმაში იმყოფება და ყველა მეტოქეს დაუნდობლად ანადგურებს. ამის ფონზე, მათთან 4-0-ის მოგება ცოტა რთულად წარმოსადგენია, თუმცა როდესაც "ბაიერნს" ჰაინკესი უდგას სათავეში, იქ წინასწარ რაიმის გამორიცხვა ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები