ბენიტესი:
Aa
Aa

ბენიტესი: "პოგბა რომ ჯერარდს შევადარო"...

„ლივერპულის“ ყოფილ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს, ჟურნალისტებმა, პოლ პოგბასა და სტივენ ჯერარდის შედარება სთხოვეს.

„ვფიქრობ, ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან. სტივიმ უმაღლეს დონეზე ბევრი წელი ითამაშა.

ის ყველა შეხვედრაში ბრწყინვალე იყო და როგორც ბურთით, ასევე მის გარეშე, უდიდეს სამუშაოს ასრულებდა.

პოგბა ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა ის რომ ჯერარდის დონეზე დავაყენოთ, უმაღლეს დონეზე 10-15 წელი სტაბილურად უნდა ითამაშოს“.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ბენიტესი „ლივერპულს“ 2004-10 წლებში წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები