Aa
Aa

"ბაიერნმა" ლევანდოვსკის შემცვლელს მიაგნო

მიუნხენის "ბაიერნი" უკვე დიდი ხანია ფორვარდის ძიებაშია. "რეკორდმაისტერმა" როგორც იქნა სასურველ ვარიანტს მიაგნო.

Bild-ის ინფორმაციით, გერმანელებს ლონდონის "არსენალის" ფრანგი ფორვარდის ოლივიე ჟირუს შეძენა სურთ.

ალექსანდრ ლაკაზეტის დამატების შემდეგ, გუნდში ჟირუს პოზიციები შეირყა და მას სათამაშო დრო საგრძნობლად შეუმცირდა.

ამ ფაქტის გათვალისწინებით, "ბაიერნს" ტრანსფერის განხორციელება არ უნდა გაუჭირდეს.

რამდენიმე დღის წინ, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ მას გუნდში შემცვლელი ესაჭიროება, რადგან სეზონი გრძელია და იგი ფაქტიურად ყველა მატჩს ბოლომდე ატარებს, რაც ტრავმის მიღების ალბათობას ზრდის.

არის იმის შანსიც, რომ ტრანსფერი ზამთარშივე შედგეს, რადგან "არსენალი" ჩემპიონთა ლიგაზე არ ასპარეზობს და შესაბამისად, მიუნხენელები ჟირუს გამოყენებას ლიგაზეც შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ოლივიე ჟირუ "არსენალის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 244 შეხვედრაში 101 გოლი და 41 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები