მოურინიო ნახევარდაცვაში პოგბას მეწყვილის შეძენას გეგმავს - სამიზნე ცნობილია
Aa
Aa

მოურინიო ნახევარდაცვაში პოგბას მეწყვილის შეძენას გეგმავს - სამიზნე ცნობილია

"მანჩეტსერ იუნაიტედის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ნახევარდაცვის თამაშით უკმაყოფილოა და ზაფხულში მის გაძლიერებას გეგმავს.

The Sun-ის ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის საულ ნიგესის შეძენას შეეცდებიან.

როგორც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, მადრიდელებს "იუნიატედის" ნახევარმცველის ანდერ ერერას დამატება სურთ. "მანკუნიანელები" ამ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას აპირებენ.

22 წლის საულთან "როხიბლანკომ" ხელშეკრულება ახლახანს გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონი ევრო გახდა. რა თქმა უნდა, "წითელი ეშმაკებს" ამდენის გადახდას არ სურთ და მოლაპარაკებებში ანდერ ერერას ჩართვას გეგმავენ.

აღსანიშნავია, რომ მოურინიო ესპანელი ფეხბურთელის ბრძოლისუნარიანობითა და უნივერსალიზმით მოხიბლულია და ტრანსფერის განხორციელება მის მთავარ სურვილად იქცა.

შეგახსენებთ, რომ საულ ნიგესი მადრიდელთა ღირსებას 2012 წლიდან იცავს. იგი ერთი სეზონით "რაიო ვალეკანოში" გახლდათ განათხოვრებული. "ატლეტიკოს" მაისურით მის ანგარიშზე 164 შეხვედრაა, რომელშიც მან 23 გოლის გატანა და 11 შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები