"იყიდეთ ის"... - მათეუსმა "ბაიერნს" 33 წლის თავდამსხმელის შეძენა ურჩია
გერმანული ფეხბურთისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა Skysports-ის ეთერში "რეკორდმაისტერის" შესახებ ისაუბრა.
მათეუსი მიუნხენელთა ხელმძღვანელებს ურჩევს, რომ ბერლინის "ჰერტასგან" ვედად იბიშევიჩი დაიმატონ, რომელიც გუნდს სათადარიგო ფორვარდად გამოადგებოდა.
იბიშევიჩი 33 წლისაა და ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-9 თამაშში პირველი გოლი გასულ უქმეებზე გაიტანა.
ამ საკითხზე კომენტარი თავად იბიშევიჩმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "ბაიერნთან" არანაირი კონტაქტი არ აქვს.
ლოთარ მათეუსი ამჟამად გერმანული Skysports-ის მიმომხილველია.