Aa
Aa

"მანჩესტერმა" დე ხეას შემცვლელს მიაგნო! "იუნაიტედი" ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

ევროპულ პრესაში აქტიურად იწერება, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედს" დატოვებს და მადრიდის "რეალში" გადავა.

როგორც ჩანს, "იუნაიტედი" ამ ფაქტს უკვე შეეგუა. მათ, უკვე ესპანელი გოლკიპერის შემცვლელის ძებნა დაიწყეს და სასურველ კანდიდატურასაც მიაგნეს.

როგორც ცნობილი გახდა, ჟოზე მოურინიოს "მილანის" გოლკიპერის ჯანლუიჯი დონარუმას შეძენა სურს.

ახალგაზრდა იტალიელის მიმართ ინტერესს "პსჟ"-ც იჩენს და "მანკუნიანელებს" პარიზელებთან დიდი დაპირისპირება ელით.

თავის მხრივ, "მილანი" დონარუმას დათმობას 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები