Aa
Aa

"ბაიერნის" მორიგი რეკორდი

მიუნხენის "ბაიერნი" თავის ზედმეტსახელს "რეკორდმაისტერს" ამართლებს. იუპ ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგის მე-10 ტურში "ალიანს არენაზე" "ლაიპციგს" უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა.

მიუნხენელბმა ხსენებულ შეხვედრაში რეკორდი დაამყარეს. გუნდის ოფიციალური ვებ გვერდის ცნობით, "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ 27-ე საშინაო მატჩი არ წააგო, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

როდის წააგო ბოლოს "ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე? 2016 წლის 2 მარტს "მაინცთან" 1-2-ის შემდეგ, მიუნხენური გიგანტი საკუთარ კედლებში სამ ქულას არავის უთმობს.

18 ნოემბერს ჰაინკესის გუნდი "აუგსბურგს" უმასპინძლებს და რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

აქვე გეტყვით, რომ "ლაიპციგთან" მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, "რეკორდმაისტერი" 23 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები