მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა - სად აპირებს ჟოზე კარიერის გაგრძელებას?
Aa
Aa

მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა - სად აპირებს ჟოზე კარიერის გაგრძელებას?

"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პრესასთან საუბრისას თავის მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ერთ დღესაც რომელიმე ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვიმუშავებ. ემოციურად რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილია ნაკრების გაწვრთნა, თუმცა ანალიზის მხრივ სამუშაო მეტია. მსურს, რომ ჩემი გამოცდილება, რომელიც საკლუბო კარიერის დროს დამიგროვდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გამოვიყენო."

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "იუნაიტედი" მის საკლუბო კარიერაში უკანასკნელი გუნდი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები