რა შემთხვევაში დატოვებს კლოპი
Aa
Aa

რა შემთხვევაში დატოვებს კლოპი "ლივერპულს"? გერმანელმა თავის მომავალზე ისაუბრა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩამდე, "ლივეპრულის" გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა მედიასთან ისაუბრა და თავის მომავალთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხა.

"როცა მეცოდინება, რომ გუნდს წარმატების მიღწევის შანსი აღარ აქვს, მაშინ ავდგები და "ლივერპულს" დავტოვებ. ყველას საკუთარი გზა აქვს. წარმატების მიღწევის სხვადასხვა სტილი არსებობს. რა თქმა უნდა, არ მგონია რომ იდეალური მწვრთნელი ვარ, მაგრამ ვთვლი, რომ გუნდს იდეალურად ვეწყობი. მესმის, რომ ქომაგები ლოდინით დაიღალნენ, მაგრამ რეალობა ასეთია. წარმატებას დრო სჭირდება. არამგონია, რომ ახლა დამითხოვონ, მაგრამ თუ ეს მაინც მოხდა, ამჟამად არც თუ ისე ბევრი მწვრთნელია, ვინც ჩემს სამუშაოს უკეთესეად შეასრულებს".

შეგახსენებთ, რომ დღეს "ლივერპული" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს და ამ შეხვედრის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. წაგების შემთხვევაში, კლოპს შესაძლოა კარისკენ მიუთითონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები