შევჩენკომ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია
Aa
Aa

შევჩენკომ ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე უთამაშია

"მილანის" ლეგენდარულმა უკრაინელმა ფორვარდმა ანდრეი შევჩენკომ თავისი კარიერა გაიხსენა და ყველაზე ძლიერი მოთამაშე დაასახელა, რომელთანაც ოდესმე უთამაშია.

"როდესაც "მილანში" ვთამაშობდი, რა თქმა უნდა ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა მილანური დერბი, რომელიც მთელი ქალაქის განხილვის თემა იყო. ამ მატჩს ყველა დიდი ინტერესით ელოდა. "მადონინაში" ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ მითამაშია, მაგრამ ერთის გამორჩევა შემიძლია - ეს ხავიერ ძანეტი იყო. არგენტინელი ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი იყო ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია".

შეგახსენებთ, რომ შევჩენკო რამდენიმე დღის წინ თბილისში იმყოფებოდა, სადაც ბორჯომის ტყის აღსადგენად გამართულ საქველმოქმედო მატჩში ქართველ და მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად "დინამო არენაზე" ითამაშა, შემდეგ კი თავისი 41 წლის იუბილე თბილისში აღნიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები