ტიაგო პიკეს სიტუაციზე:
Aa
Aa

ტიაგო პიკეს სიტუაციზე: "ვისაუბროთ ალბანეთის ნაკრებთან მატჩზე და არა პოლიტიკაზე"

ესპანეთის ნაკრების დღევანდელ ვარჯიშზე ხერარდ პიკეს ქომაგები სტვენით შეხვდნენ და "ფურია როხას" თავკაცი ჟულიენ ლოპეტეგი იძულებული გახდა ვარჯიში ადრე დაესრულებინა.

Marca-სთან საუბრისას პიკეს სიტუაციაზე ტიაგო ალკანტარამ ისაუბრა, რომელმაც თანაგუნდელს მოუწოდა, რომ ფეხბურთს მეტი დრო დაუთმოს, ვიდრე პოლიტიკას.

"ამ თემაზე საუბარი არ გვინდა. არ გვაინტერესებს, თუ რა ხდება გარეთ. ჩვენ, უბრალოდ გვსურს, რომ ფეხბურთი ვითამაშოთ. ყველა ადამიანს თავისი პირადი აზრი გააჩნია. აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოვემზადოთ. ვისაუბროთ ალბანეთის ნაკრებთან მატჩზე და არა პოლიტიკაზე. პიკესთან ერთად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია.

შეგახსენებ, რომ ტიაგო პიკესთან ერთად "ბარსას" ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები