რიო ფერდინანდი:
Aa
Aa

რიო ფერდინანდი: "რასაც მბაპე აკეთებს, ეს უკანონოა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულმა მცველმა რიო ფერდინანდმა, გუშინდელი მატჩის შემდეგ, სადაც "პსჟ"-მ "ბაიერნს" 3-0 სძლია, BT Sport-თან ისაუბრა და მბაპეზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ეს უკვე მეტისმეტია! რასაც მბაპე აკეთებს, ეს უკანონოა. ასეთი რამ უნდა აიკრძალოს. ჩემს დროს, 18 წლის ფეხბურთელები მხოლოდ ადაპტაციის გავლას და თავის დამკვიდრებას ვცდილობდით. ის კი უკვე მთელი მატჩის განმავლობაში ბრწყინავს და გუნდის მთავარი ვარსკვლავია. ამ ყველაფერს კი ჩემპიონთა ლიგაზე აკეთებს. მისი ქმედებები შესანიშნავია. ის უბრალოდ დიდებულად თამაშობს".

როგორც მოგეხსენებათ, კილიან მბაპე "პსჟ"-ში ერთწლიანი იჯარით იმყოფება და სეზონის დასრულების შემდეგ პარიზელები მას 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდიან.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგული გუნდის პრეზიდენტმა ნასერ ალ ხელაიფიმ ნეიმარს მსოფლიოს მოქმედი საუკეთესო მოთამაშე უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები