Aa
Aa

"ბაიერნის" დამარცხების შემდეგ მბაპე გრანდებს დაემუქრა!

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის ცენტრალური მატჩი პარიზში შედგა, სადაც "პსჟ"-მ მიუნხენის "ბაიერნს" 3 უპასუხო ბურთი გაუტანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარიზელთა ფრანგმა ფორვარდმა კილიან მბაპემ Canal+-სთან საუბრისას საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა.

"ეს, მხოლოდ დასაწყისია. გუნდის ყველა მოთამაშემ იცის, რომ მიუნხენელების წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. მატჩამდე დიდი მოლოდინი იყო და ეს ნორმალურიცაა. ხმაურიანი ზაფხულის შემდეგ, როდესაც გუნდში ამ დონის ტრანსფერები განხორციელდა, ასეთ დროს მოლოდინი ყოველთვის დიდია. დღევანდელი გამარჯვება უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ყველა შეხვედრის მოგებას ვგეგმავთ".

შეგახსენებთ, რომ "პსჟ"-მ "ბაიერნი" ალვეშის, კავანისა და ნეიმარის გოლებით დაამარცხა. მბაპეს ანგარიშზე კი 2 საგოლე გადაცემაა. პარიზელები ჩგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები