სად ითამაშებს დელე ალი ახალი სეზონიდან? ინგლისელმა ორი გრანდი დაასახელა!
Aa
Aa

სად ითამაშებს დელე ალი ახალი სეზონიდან? ინგლისელმა ორი გრანდი დაასახელა!

ლონდონის "ტოტენჰემის" 21 წლის ინგლისელი ნახევარმცველი დელე ალი გრანდებისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

Mirror-ის ცნობით, ინგლისელმა ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მომდევნო სეზონში "დეზების" რიგებს დატოვებს და რომელიმე გრანდს შეუერთდება.

წყარო წერს, რომ ალიმ ორი გუნდი დაასახელა, რომლებიდანაც ერთ-ერთში აუცილებლად გადავა. საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალზე".

ასევე ცნობილი ხდება, რომ დელე ალისთან თანამშრომლობის სურვილს ორი ყველაზე ცნობილი სპორტული აგენტი ჟორჟე მენდეში და მინო რაიოლა გამოთქვამენ.

ტრანსფერმარკეტზე ალის სატრანსფერო ღირებულებად 40.5 მილიონი ფუნტია მითითებული, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ტოტენჰემმა" თავისი ერთ-ერთი ლიდერი ამ ფასად დათმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები