Aa
Aa

"არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დიდი გაცვლისთვის ემზადებიან!

წლევანდელი სატრანსფერო ფანჯარა ლონდონის "არსენალმა" არც თუ ისე ნაყოფიერად გამოიყენა და როგორც ჩანს ლონდონელები ზამთარში იაქტიურებენ.

Mirror-ის ცნობით, ლონდონის „არსენალი“ ალექსის სანჩესის შემცვლელს უკვე ეძებს და პირველი ვარიანტიც შეარჩია.

წყაროს ცნობით, „მეთოფეები“ არ აპირებენ რომ ზაფხულს დაელოდონ და ჩილელი ფორვარდი უფასოდ დათმონ.

როგორც მოგეხსენებათ, სანჩესს კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება და ის მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

არსენ ვენგერი თადარიგს იჭერს და ზამთარში „მანჩესტერ სიტის“ ბარტერს შესთავაზებს. რაჰიმ სტერლინგი „არსენალს“ შეუერთდება, „ქალაქელები“ კი სანჩესს მიიღებენ. გვარდიოლას გუნდს სტერლინგთან ერთად, სავარაუდოდ გარკვეული თანხის დამატებაც მოუწევს.

დიდი ალბათობით, „მანჩესტერ სიტის“ ასეთი ვარიანტი უნდა აწყობდეს, რადგან ინგლისელმა გარემარბმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი უკვე დიდი ხანია დაკარგა.

ცხელი ამბები