Aa
Aa

ოფიციალურად: ზლატანის მომავალი სეზონის კლუბი ცნობილია!

ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერიდან" წამოსვლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა. დღეს კი მისი მომავალი სეზონის კლუბი ოფიციალურად გამოცხადდა.

შვედი თავდამსხმელი სწორედ "იუნაიტედს" დაუბრუნდა და მასთან 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. იგი "წითელ ეშმაკთა" რიგებში 10 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"I UNITED IT - მე ვაერთიანებ". - დაწერა სოციალურ ქსელში "იბრამ".

35 წლის ვარსკვლავი ამჟამად ტრავმირებულია და მისი მოედანზე დაბრუნების სავარაუდო დრო ოქტომბერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები