მანჩესტერ სიტი სენსაციურ შეთავაზებას ამზადებს!
Aa
Aa

მანჩესტერ სიტი სენსაციურ შეთავაზებას ამზადებს!

მას შემდეგ, რაც ნეიმარი 222 მილიონად გაიყიდა და ახლა უკვე მბაპეს 180-200 მილიონიანი ტრანსფერის გაოფიციალურებას ველოდებით, "მანჩესტერ სიტიმ" სენსაციური წინადადება მოამზადა.

Yahoo Sports France წერს, რომ "ქალაქელები" მზად არიან მესის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხა 300 მილიონი ევრო გადაიხადონ.

რამდენიმე დღის წინ მანჩესტერული კლუბის შეიხმა მფლობელმა მანსურიმ განაცხადა, რომ ქომაგებს მეგატრანსფერს უმზადებს.

ნეიმარის გუნდიდან წასვლის და სატრანსფერო ბაზარზე ინერტულობის შემდეგ, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ "ბარსამ" მესისთან დაკავშირებით საერთოდ რაიმე წინადადება განსახილველად მაინც მიიღოს.

წლევანდელმა სატრანსფერო ფანჯარამ გარემო იმდენად თავდაყირა დააყენა, რომ უმჯობესი იქნება წინასწარ არაფერი გამოვრიცხოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები