Aa
Aa

"მილანი" ვიდალს ორმაგ ხელფასს სთავაზობს

იტალიური Gazzetta Dello Sport წერს, რომ „მილანმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთ ლიდერ არტურო ვიდალს სუპერკონტრაქტი შესთავაზა და ამჟამინდელი ხელფასის გაორმაგებას დაპირდა.

გავლენიანმა გამოცემამ ეს ცნობა ჩილეს სახელმწიფო არხზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელმაც თავის მხრივ, ჩილელებს ეს ახალი ამბავი გუშინ საღამოს აუწყა.

„ბაიერნში“ ვიდალის ამჟამინდელი ანაზღაურება წელიწადში 7.5 მილიონი ევროა. „მილანის“ წინადადება კი წლიურად 15 მილიონი ევრო გამოდის, რაც სერია ა-ში უპრეცედენტო და ძალიან მაღალი ხელფასია.

ამ საკითხზე ვიდალის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები