მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "რონალდუს გაძევება უცნაური იყო, მაგრამ..."

მადრიდის "რეალის" განაპირა მცველმა მარსელომ, ელ კლასიკოში გამარჯვების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი, რონალდუს გაძევების ეპიზოდს გამოეხმაურა და "ბარსელონაზეც" ისაუბრა.

"რონალუდს გაძევება უცნაური იყო, მაგრამ ასეთი რამეები ხდება. მსაჯები უშეცდომოები არ არიან, არ ღირს მათი გაკრიტიკება", - ამბობს მარსელო.

ჟურნალისტებმა მას ნეიმარზეც დაუსვეს შეკითხვა, რომელზე პასუხი საკმაოდ ორიგინალური იყო: "ბარსელონა ყოველთვის ბარსელონა იქნება. დიდებული გუნდი, რომელმაც ყველაფერი მოიგო. ნეიმარიც დიდებული მოთამაშეა, მაგრამ ბარსელონა ბარსელონაა". - განაცხადა მარსელომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები