ლუკაკუს დებიუტი და დუბლი - მანჩესტერმა ვესტ ჰემი გაანადგურა!
Aa
Aa

ლუკაკუს დებიუტი და დუბლი - მანჩესტერმა ვესტ ჰემი გაანადგურა!

რამდენიმე წუთის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის 2017/2018 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩი ჩაატარა და მოსალოდნელი 3 ქულაც მოიპოვა.

ჟოზე მოურინიოს გუნდმა, "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ჰემს" უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა.

რომელუ ლუკაკუმ, თავისი სადებიუტო მატჩი დუბლით აღნიშნა. ბელგიელი ფორვარდი შესანიშნავად გამოიყურებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ "წითელი ეშმაკები" საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და გამარჯვებაც ლამაზ სტილში მოიპოვეს.

 

გოლები: ლუკაკუ (33, 53), მარსიალი (87), პოგბა (90).

მანჩესტერი: დე ხეა, ვალენსია, ბაილი, ჯონსი, ბლინდი, მატიჩი, პოგბა, მხითარიანი (ლინგარდი, 88), მატა (ფელაინი, 76), რაშფორდი (მარსიალი, 80), ლუკაკუ.

ვესტ ჰემი: ჰარტი, საბალეტა, რიდი, ოგბონა, მასუაკუ (კრისველი, 81), ნობლი (საკო, 61), ობიანგი, არნაუტოვიჩი, ფერნანდესი (რაიჩი, 61), აიუ, ჩიჩარიტო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები