Aa
Aa

გვარდიოლა "რეალს" ამერიკაშიც უგებს - "სიტიმ" "რეალი" გაანადგურა (ვიდეო მიმოხილვა)

ამერიკაში მიმდინარე "საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე", "მანჩესტერ სიტიმ" მადრიდის "რეალი" 4:1 გაანადგურა.

ინგლისელთაგან გოლები ოტამენდიმ, სტერლინგმა, სტოუნზმა და დიასმა გაიტანეს, ხოლო "სამეფო კლუბის" მხრიდან პრესტიჟის ბურთი 19 წლის ოსკარ როდრიგესმა შეაგდო.

გუნდებმა თამაში ამ თერთმეტეულებით დაიწყეს:

რეალი: ნავასი - კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მარსელო - კაზემირო, მოდრიჩი, კოვაჩიჩი - სიკო, ბეილი, ბენზემა.

სიტი: ედერსონ მორაეში - ოტამენდი, კომპანი, სტოუნზი - უოკერი, დანილო - იაია ტურე, ფოდენი - დე ბრუინი - გაბრიელ ჟესუში, აგუერო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები