ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე ფერერს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირზე ფერერს შეხვდება

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუშინ გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში 62-ე ადგილზეა.

ის დღეს ჰამბურგის 500-იანთა კატეგორიის ტურნირის პირველ წრეში ესპანელ დავიდ ფერერს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილი და ფერერი ერთმანეთთან პირველ ურთიერთშეხვედრას გამართავენ.

თამაში გუშინ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა წვიმის გამო დღეისთვის გადაიდო. ქართულ-ესპანური შეხვედრის დაწყების სავარაუდო დრო 14:30 საათია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები