ტერის წასვლის შემდეგ
Aa
Aa

ტერის წასვლის შემდეგ "ჩელსის" ახალი კაპიტანი ჰყავს!

მოგეხსენებათ, რომ ლეგენდარულმა ჯონ ტერიმ "ჩელსი" დატოვა და კარიერას ბირმინჰემის "ასტონ ვილაში" გააგრძელებს.

გუნდიდან კაპიტნის წასვლის შემდეგ, სამკლაურს ახალი მფლობელი ეყოლება.

2017/2018 წლების სეზონიდან, "არისტოკრატებს" გარი კეჰილი უკაპიტნებს.

31 წლის ინგლისელი მცველი, გუნდს გასულ სეზონშიც კაპიტნობდა. ტერი ხშირი ტრავმიანობისა და ფორმის დაკარგვის გამო, ძირითადში იშვიათად ხვდებოდა.

კეჰილი "ჩელსის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 162 შეხვედრა და 13 გატანილი გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები