ალეგრი დიბალას წასვლას არ გამორიცხავს -
Aa
Aa

ალეგრი დიბალას წასვლას არ გამორიცხავს - "ბარსა" ფავორიტია

მადრიდული Marca მასიმილიანო ალეგრის საკმაოდ საინტერესო კომენტარს ავრცელებს. ტურინელთა თავკაცმა პაულო დიბალას შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

"არ გამიკვირდება, თუ დიბალა დაგვტოვებს. ამას არ გამოვრიცხავ", - ამბობს ალეგრი.

"ვიცით, რომ შეიძლება ნეიმარმა "ბარსელონა" დატოვოს და ბუნებრივია, რომ კატალონიელები მის შემცვლელს მოძებნიან". - განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ" ნეიმარის სანაცვლოდ 222 მილიონის გადახდას აპირებს. ტრანსფერის დასრულებას მაქსიმუმ ერთ კვირაში ელიან. რა თქმა უნდა, "ბლაუგრანა" ბრაზილიელის შემცვლელს შეიძენს და როგორც ჩანს, ნომერ პირველი კანდიდატი პაულო დიბალა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები