Aa
Aa

"ბარსელონამ" მორიგი ტრანსფერი შეათანხმა

„ბარსელონამ“ კოლუმბიელ ცენტრალურ მცველ იარი მინასთან კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

22 წლის მინა, „ბლაუგრანას“ 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

„პალმეირასის“ უკანახაზელი საკმაოდ ათლეტური აღნაგობისაა. იგი სიმაღლეში 1.95-ა. კოლუმბიელი ფეხბურთელი აგრესიული სტილით გამოირჩევა. მას, შეტევაში ჩართვა და გოლების გატანაც ახასიათებს.

„ბარსა“ იარი მინას გაფორმებას აქამდეც ცდილობდა, თუმცა დიდი კონკურენციის გამო ტრანსფერი შეფერხდა. თუმცა, როგორც ხედავთ კატალონიელებმა საწადელს მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები