Aa
Aa

მატიჩი "ინტერში"?

ლონდონის „ჩელსი“ ნემანია მატიჩს „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღარ გაყიდის. რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის შემდეგ, რომელიც მანჩესტერელებმა „ლურჯებს“ ცხვირწინ ააცალეს, კლუბებს შორის დამოკიდებულება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

ამ ყველაფრით ხელის მოთბობას მილანის „ინტერი“ აპირებს, რომელსაც მატიჩის შეძენა დიდი ხანია უნდა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, „ნერაძური“ მზადაა, რომ „ჩელსის“ მიერ მატიჩის ტრანსფერისთვის მოთხოვნილი 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.

მილანური კლუბისთვის მატიჩის ალტერნატივა სტივენ ნზონზი ან მატიას ვესინოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები