Aa
Aa

კასპერი მამის გზაზე?

კასპერ შმეიხელი შესაძლოა მამის გზად დაადგეს და „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარი დაიცვას.

ბრიტანული პრესა წერს, რომ „ლესტერი“ 20 მილიონ ფუნტად ბელგიური „გენტიდან“ 20 წლის მეკარე ლოვრე კალინიჩს ყიდულობენ, რაც შმეიხელის წასვლას მოასწავებს.

როგორც ირკვევა, თუკი დავიდ დე ხეა წავა, მოურინიოს „იუნაიტედში“ სწორედ შმეიხელის მიყვანა სურს.

კასპერ შმეიხელი 30 წლისაა და იგი „ლესტერში“ 2011 წელს „მანჩესტერ სიტიდან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები