„ბარსელონამ“ ვიდალი გაიფორმა
Aa
Aa

„ბარსელონამ“ ვიდალი გაიფორმა

 კატალონიის „ბარსელონამ“, "სევილიას" ფეხბურთელი, ალექს ვიდალი გაიფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. ტრანსფერის ოფიციალური ღირებულება ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ვრცელდება ხმები, რომ კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის ყიდვა დაახლოებით ათი მილიონი ევრო დაუჯდა. 25 წლის მცველი "ბლაუგრანაში" ხუთწლიანი კონტრაქტით, 2020 წლამდე ითამაშებს. ესპანეთის ჩემპიონები ფეხბურთელის ოფიციალურ პრეზენტაციას ორშაბათს გამართავენ, მაგრამ „ფიფას“ მიერ დაკისრებული სანქციის გამო, თავად მცველი გუნდს იანვარში შეუერთდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები