Aa
Aa

ბასილაშვილი ანტალიის ტურნირის პირველ წრეში ბაგდატისს შეხვდება

მიმდინარე წლიდან ATP-ს ბალახის საფაროვან ტურნირებს კიდევ ერთი - ანტალიის ღია პირველობა შეემატა, რომელიც 250-იანთა კატეგორიას მიეკუთვნება და ამიერიდან "უიმბლდონის" დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გაიმართება. 

წლევანდელი გათამაშების ძირითად ბადეში ითამაშებს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის პირველი მეტოქეც ვეტერანი კვიპროსელი ჩოგბურთელი მარკოს ბაგდატისი იქნება.

შეხვედრა თბილისის დროით 16:30 საათზეა დაგეგმილი. 

გეტყვით იმასაც, რომ დღეს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში ბასილაშვილი ისევ 51-ე პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები