დი მატეო
Aa
Aa

დი მატეო "შალკეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს

მიუხედავად იმისა, რომ „შალკეს“ ოფიციალური ვებგვერდი აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს, თითქმის გადაწყვეტილია, რომ რობერტო დი მატეო მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს

იტალიელი სპეციალისტის მუშაობით, კლუბის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან. გუნდმა უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ 2-ის მოგება მოახერხა. მართალია, დი მატეომ გუნდი „ევროპა ლიგაზე“ გაიყვანა, თუმცა კლუბის მიზნები სულ სხვა გახლდათ.

რობერტომ “შალკე” გასული წლის ოქტომბერში ჩაიბარა, როდესაც ხელძღვანელობამ გუნდიდან იენს კელერი გაანთავისუფლა. დი მატეომ გერმანულ გუნდს 33 მატჩში უთავკაცა, გუნდმა 14 მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, ხოლო 12 შეხვედრაში მარცხი განიცადა, 42 გოლი გაიტანა, 45 კი გაუშვა. “შალკემ” საბოლოოდ სეზონი მე-6 ადგილზე 48 ქულით დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 13 ქულით ჩამორჩა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები