ბასილაშვილი ლონდონის ტურნირს გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი ლონდონის ტურნირს გამოეთიშა

მსოფლიოს 51-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლონდონის "ქუინზ ქლაბის" 500-იანთა კატეგორიის ტურნირს გამოეთიშა.

იგი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან 3 სეტიან მძიმე მატჩში დამარცხდა.

მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერმა პირველი და მესამე სეტი ერთნაირი ანგარიშით 6:4 მოიგო.

რაც შეეხება მეორე პარტიას, იგი ძალიან დრამატული გამოდგა. ქართველმა სეტის მიმდინარეობისას ჯამში 11 (!!!) მატჩ-პოინტი გადაარჩინა, ხოლო ტაიბრეიკზე 19:17 იმარჯვა.

მესამე სეტში ბასილაშვილმა 3:3-ზე საკუთარი მოწოდება წააგო, რითაც გამარჯვების შანსიც დაკარგა - 4:6 7:6 4:6.

მიულერი მომდევნო წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები