Aa
Aa

პაოლო მალდინი ATP-ს ტურნირში ითამაშებს!

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი 49 წლის ასაკში პროფესიონალურ ჩოგბურთში პირველ ნაბიჯებს გადადგამს.

მან მილანის ჩელენჯერზე "უაილდ ქარდი" მიიღო და წყვილთა შორის ითამაშებს. გათამაშება მომავალ კვირას, 26 ივნისიდან დაიწყება.

მალდინი ჩოგბურთით წლების წინ დაინტერესდა და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელიც აიყვანა. 

მისი მწვრთნელი სტეფანო ლანდონიოა, რომელიც პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო, თუმცა მაღალ დონეზე არ უთამაშია.

მალდინი წყვილთა შორის სწორედ ლანდონიოსთან ერთად ითამაშებს. 

საინტერესოა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის საჩოგბურთო დებიუტი მისსავე დაბადების დღეს ემთხვევა. 26 ივნისს მალდინი 49 წლის ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები