Aa
Aa

"არსენალი", თუ "ბაიერნი"? - კარასკო უცნაურ მდგომარეობაში

მადრიდის "ატლეტიკოს" შემტევი, იანიკ ფერეირა კარასკო, შესაძლოა ანტუან გრიზმანივით ერთგული არ აღმოჩნდეს. ესპანური AS-ის ცნობით, ბელგიელი ფეხბურთელით ლონდონის "არსენალი" და მიუნხენის "ბაიერნი" ინტერესდებიან.

"მეთოფეები", კარასკოს ალექსის სანჩესის შემცვლელად მოიაზრებენ. ხოლო, მიუნხენელები მას, იმ შემთხვევაში შეიძენენ, თუ ჩილელი ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტიში" ასპარეზობას გადაწყვეტს.

ბელგიელი ფეხბურთელის შეძენა, ადვილი ნამდვილად არ იქნება. ამის მთავარი მიზეზი, "ატლეტიკოს" სანტრანსფერო ბანია, რომელიც საარბიტრაჟო სასამართლომ ძალაში დატოვა. "როხიბლანკო" არ აპირებს, რომ თავისი ერთ-ერთი ლიდერი გაუშვას და სანაცვლოდ ვერავინ მოიყვანოს.

კარასკომ გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თავი კი 15 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები