მოურინიო: „რეალი“ და „ბარსელონა“ „პრემიერლიგაში“ ასე ვერ ითამაშებდნენ
Aa
Aa

მოურინიო: „რეალი“ და „ბარსელონა“ „პრემიერლიგაში“ ასე ვერ ითამაშებდნენ

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, მადრიდის „რეალში“ გატარებულ წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ესპანური ფეხბურთით მოხიბლული ნამდვილად არ დარჩენილა.

„დიდი სურვილი მქონდა, რომ იტალიის შემდეგ, ძალები ესპანეთის ჩემპიონატშიც მომესინჯა. თუმცა სამწუხაროდ, „პრიმერადივიზიონმა“ ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. „რეალი“ საკუთარი ძალების მაქსიმუმს, მხოლოდ 4 ან 5 შეხვედრაში თუ იყენებდა. როდესაც ჩემპიონატი მოვიგე, გუნდმა 100 ქულა დააგროვა და 121 გოლი გაიტანა, რაც არანორმალური შედეგია. ესპანეთში, წამყვანი კლუბები სხვა დანარჩენებს ძალიან აღემატებიან. სხვა ჩემპიონატებში კი სავსებით შესაძლებელია, რომ აუტსაიდერმა, ლიდერს ქულები დააკარგვინოს. მოიგებდნენ თუ არა „რეალი“ და „ბარსელონა“ „პრემიერლიგას“?, შესაძლებელია, თუმცა მათ ეს ძალიან გაუჭირდებოდათ“ - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალში“ 2010-დან 2013 წლამდე მუშაობდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა, „სამეფო გუნდთან“ ერთად ესპანეთის ჩემიონატის, „სამეფო თასის“ და ქვეყნის სუპერთასის მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები