Aa
Aa

"ბარსას" ბელერინის გაფორმება თვის ბოლომდე სურს

კატალონიური "ბარსელონა" ექტორ ბელერინის ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

"ბარსას" ბოსებს იმედი აქვთ, რომ "არსენალთან" მოლაპარაკებებს ამ თვის ბოლომდე დაასრულებენ და ფეხბურთელს თავიანთ გუნდში გადმოიყვანენ.

The Indepentent-ის ინფორმაციით, სატრანსფერო თანხა 50 მილიონი ევროა.

თუკი ბელერინის შეძენა არ გამოვა, "ბლაუგრანა" პორტუგალიური "ბენფიკას" მცველის, ნელსონ სემედოს ტრანსფერზე გადაერთვება, რომლის გადმოყვანაც დაახლოებით იგივე თანხა ჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები