გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ახლა გუნდის დატოვება ცუდი საქციელი იქნება"

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგმა ვარსკვლავმა, ანტუან გრიზმანმა, თავის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

"როგორც ნახეთ "ფიფას" გადაწყვეტილებით გუნდი ფეხბურთელს ზაფხულში ვერ დაიმატებს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დავრჩე.

კლუბს ახლა რთული პერიოდი აქვს და მისი დატოვება, ცუდი საქციელი იქნება. 

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დირექტორთა საბჭოს უკვე ვესაუბრეთ.

ასე რომ, ახლა კითხვა თუ სად გადავდივარ, ვფიქრობ, უტაქტო და უადგილო იქნება". - განაცხადა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" ფეხბურთელის დამატების საშუალება ზამთრამდე არ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები