ზიდანის პრესკონფერენცია
Aa
Aa

ზიდანის პრესკონფერენცია

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, "ჩემპიონთა ლიგის" მოახლოებული ფინალური მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

"წელს ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რათა შიდა ჩემპიონატი მოგვეგო და ამ თამაშამდე მოვსულიყავით. შემიძლია, ვთქვა, რომ გადამწყვეტი მატჩისათვის მთელი გუნდი მზადაა.

მიჩვეული ვართ, რომ "რეალს" ნებისმიერი თამაშის წინ ფავორიტად მოიაზრებენ და ცდილობენ გუნდი წნეხში მოაქციონ. წნეხი ჩვენთვის პრობლემა არაა, რაც შეეხება ფავორიტობას, ეს ფინალია, სადაც მსგავსი ცნება არ არსებობს - შანსები 50-50-ზეა.

ფეხბურთში ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო. ვიცი, რას ნიშნავს წაგება და შესაძლოა ახლაც ასე მოხდეს, თუმცა ეს საშიშროება მეტოქესაც აქვს. ცხადია, რომ უდიდეს გუნდს ვხვდებით, რომელთანაც საუკეთესო თამაშის ჩვენება დაგვჭირდება.

"იუვეტუსში" ვთამაშობდი და კარგად ვიცი იტალიური "კატენაჩო", თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ამ ფორმაციის "იუვეს" ძლიერი მხარე მხოლოდ თავდაცვაა. მათ შეტევა ბრწყინვალედ გამოსდით და ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ გახსნილი თამაში იქნება.

ნამდვილად არ გეტყვით, ვის ვათამაშებ ძირითადში. ისკო და ბეილი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან. მათ ერთად თამაშიც შეუძლიათ. ასეთი მატჩისათვის ყველა მოთამაშე იდეალურად უნდა იყოს მომზადებული და ჩემი არჩევანიც სწორედ ამაზე იქნება დაფუძნებული". - თქვა ზიდანმა.

"ზიზუს" აქვს შანსი, გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც "ჩემპიონთა ლიგას" (1993 წლიდან) ერთ კლუბს ზედიზედ ორჯერ მოაგებინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები