კასილიასი:
Aa
Aa

კასილიასი: "ბუფონი "ჩემპიონთა ლიგის" მოგებას იმსახურებს"

მადრიდის "რეალის" ლეგენდა, იკერ კასილიასი, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისმა მეგობარმა, ჯანლუიჯი ბუფონმა, ამ ტურნირის მოგება დაიმსახურა.

"თუკი მეტოქე "რეალი" არ იქნებოდა, მთელი გულით "იუვენტუსს" ვუგულშემატკივრებდი.

რა თქმა უნდა, "რეალისკენ" ვიქნები, თუმცა "ჯიჯის" კარიერა ამ ტიტულის გარეშე არ უნდა დასრულდეს. ის ამ ჯილდოს იმსახურებს.

"ოქროს ბურთი"? შეიძლება ის მეკარემაც მოიგოს, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება.

როგორც ყოველთვის, "იუვენტუსი" დაბალანსებული და ძლიერი გუნდია. მას იგუაინი-დიბალა-მანჯუკიჩის სახით, სახიფათო შეტევა ჰყავს.

ჩემი აზრით, შანსები 50-50-ზეა". - ამბობს ამჟამად "პორტოში" მოასპარეზე 36 წლის გოლკიპერი.

ბუფონსა და კასილიასს ერთმანეთის წინააღმდეგ შეხვედრა 16-ჯერ მოუწიათ და უპირატესობა ესპანელის მხარესაა. იკერის გუნდმა 6-ჯერ მოიგო, "ჯიჯისამ" 4-ჯერ, ხოლო 6 თამაში ფრედ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები