პიანიჩი:
Aa
Aa

პიანიჩი: "სისუსტეები "რეალსაც" აქვს"

ტურინის "იუვენტუსის" ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, "ჩემპიონთა ლიგის" მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა.

"როგორც ყველა გუნდს, სისუსტეები მათაც აქვთ. ჩვენ საკმარისად ძლიერები ვართ, რათა ამით ვისარგებლოთ.

მეორე მხრივ, ბრწყინვალე სეზონი აქვთ და ალბათ ფავორიტებიც არიან, თუმცა როცა ფინალში გადიხარ, იქ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და წარმატებისთვის შენი საუკეთესო თამაშის ჩვენება გჭირდება. ამის მიზეზი მარტივია - ფინალში მეტოქე ყოველთვის უძლიერესი გუნდია.

შეხვედრის ბედს მცირე დეტალები გადაწყვეტს. ჩვენ თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და თასი ტურინში წავიღოთ". - განუცხადა "უეფას" ოფიციალურ საიტს პიანიჩმა.

"იუვენტუსი" და "რეალი", 3 ივნისს, კარდიფში, 22:45 საათზე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები