ბასილაშვილმა
Aa
Aa

ბასილაშვილმა "როლან გაროსი" ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც დღეს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში 63-ე პოზიციას იკავებს, "როლან გაროსის" ძირითადი ბადის პირველ წრეში, ფრანგ ჟილ სიმონს დაუპირისპირდა და 4 სეტში დაამარცხა.

სიმონი ერთ დროს მსოფლიო კლასიფიკაციაში მე-6 ადგილზე იყო და, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთელია.

შეხვედრის პირველი სეტი ფრანგმა 6:1 მოიგო, თუმცა ამის შემდეგ ნიკოლოზმა უპირატესობა ხელთ იგდო და გამოცდილი მოწინააღმდეგე 1:6 6:2 6:4 6:1 დაამარცხა.

ბასილაშვილი "როლან გაროსის" მომდევნო წრეში სერბ ვიქტორ ტროიცკის დაუპირისპირდება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები