ინძაგიმ შესაძლოა
Aa
Aa

ინძაგიმ შესაძლოა "სასუოლო" ჩაიბაროს

ფილიპო ინძაგი ამჟამად "ვენეციას" მთავარი მწვრთნელია, თუმცა დიდია ალბათობა, მომავალი სეზონიდან კარიერა უფრო მაღალ დონეზე გააგრძელოს.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკო მუშაობას "რომას" თავკაცის პოსტზე აგრძელებს, აქტიურად იწერება "პიპოს" "სასუოლოში" დანიშვნის შესახებ.

ჩვენი იტალიელი კოლეგების თქმით, ამ გუნდის ხელმძღვანელებს რამდენიმე კანდიდატურა ჰყავთ - როლანდო მარანი, დავიდე ნიკოლა, რობერტო დე ძერბი და ფილიპო ინძაგი.

მათგან ფავორიტი სწორედ ინძაგია, რომელიც "სასუოლოს" პრეზიდენტს ყველაზე სასურველ ვარიანტად მიაჩნია.

დე ძერბის ბევრი შეთავაზება აქვს, მათ შორის ესპანური "ლას პალმასიდან". რაც შეეხებათ, მარანსა და ნიკოლას, ისინი "პიპოს" შემდგომ ალტერნატივად განიხილებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები