Aa
Aa

"განსაკუთრებულის" განსაკუთრებული მიღწევა

"ევროპა ლიგის" ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ამსტერდამის "აიაქსი" 2:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

ინგლისელთა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ კი, ამით პირადი შედეგები გაიუმჯობესა - მას ევროტურნირების ფინალში კვლავაც 100%-იანი მაჩვენებელი აქვს.

"განსაკუთრებულმა" 2003 წელს "პორტოსთან" ერთად "უეფას თასი", 2004-ში იმავე "პორტოსთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგა", 2010 წელს "ინტერთან" ერთად "ჩემპიონთა ლიგა" და 2017 წელს "იუნაიტედთან" ერთად "ევროპა ლიგა მოიგო.

გარდა ამისა, მან რაფაელ ბენიტესის მიღწევა გაიმეორა. რაფა და ჟოზე არიან გამორჩეული მწვრთნელები, რომელთაც ტიტულატურაში "უეფას თასი" და "ევროპა ლიგა" აქვთ.

ბენიტესმა 2004 წელს "ვალენსიას" "უეფას თასი", ხოლო 2013 წელს "ჩელსის" "ევროპა ლიგა" მოაგებინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები