Aa
Aa

"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში რონალდუ ფავორიტია

წამყვანმა ევროპულმა საბუკმეიკერო კანტორებმა "ოქროს ბურთის" შესაძლო მომგებზე ფსონების მიღება დაიწყეს.

სადღეისო სიტუაციით, ამ ჯილდოს მოგების 3 პრეტენდენტია - კრიშტიანუ რონალდუ, ჯანლუიჯი ბუფონი და ლიონელ მესი.

ფავორიტად რონალდუ მიიჩნევა, რომლის გამარჯვების შანსებიც 1.35 კოეფიციენტად ფასდება, ბუფონის გამარჯვებას 4.5 კოეფიციენტი უწერია, ხოლო მესისას - 5.0.

დაველოდოთ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალს, რომელიც სხვა ბევრ საკითხთან ერთად, პასუხს ამ კითხვასაც გასცემს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები